სულ მაინტერესებდა, რატომ იკვლევს ხალხი ასეთ რაღაცეებს. ვინმეს გაგაჩნიათ კომპეტენტური ან არაკომპეტენტური აზრი ამის შესახებ? აბა, დავიწყოთ:
თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.
(არა მგონია, ამად ღირდეს.)
თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას.
(აი, ამას არა უშავს!)
ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად.
(ღმერთო ჩემო!)
ღორს ორგაზმი ნახევარ საათს უგრძელდება.
(შემდეგ ცხოვრებაში მინდა ღორი ვიყო.)
ტარაკანს უთავოდ 9 დღე შეუძლია იცოცხლოს, სანამ შიმშილით არ მოკვდება.
(ფუ!) (არა, ღორი მაინც არ ამომდის თავიდან.)
კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება.
(სახლში მაინც თავი შეიკავეთ...... ნუ, სამსახურში შეგიძლიათ ცადოთ.)
ნემსიყლაპია ვერ ამყარებს სქესობრივ კავშირს, თუ მამრს თავის სხეულზე "ადგას". მდედრი სექსს იწყებს მისთვის თავის წაწყვეტით!
("ჩემო სიცოცხლევ, მე მოვედი. რა....?!")
რწყილს შეუძლია საკუთარ სხეულზე 350-ჯერ მეტ მანძილზე გადახტომა. ეს იგივეა, რომ ადამიანი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე დახტოდეს.
(ნახევარი საათი... ბედნიერი ღორი... წარმოგიდგენიათ??)
ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.
(ნეტავ, რა უნდა იყოს ასეთი გემრიელი მდინარის ფსკერზე?)
ზოგიერთი ლომი სქესობრივ კავშირს დღეში 50-ზე მეტჯერ ამყარებს.
(მე მაინც შემდეგ ცხოვრებაში ღორობა მინდა... ხარისხი ჯობია რაოდენობას)
პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ.
(აი, მთელი ცხოვრება ამის გაგებას ვნატრობდი)
ენა სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია.
(ჰმმმმმმმმმმ........)
ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
(და თუ ორივე ხელს თანაბრად ხმარობ, სხვაობა შუაზე იყოფა?)
სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.
(კიდევ კარგი....)
კატის შარდი სითბურ გამოსხივებაში მოხვედრისას ანათებსო.
(ღმერთო ჩემო, ვის უხდიან ფულს ამის შესწავლაში?)
სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს.
(ასეთ ადამიანებსაც ვიცნობ)
ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ აქვს.
(ასეთებსაც ვიცნობ)
თეთრი დათვები ცაციები არიან.
(მეორე ხელის გამოყენება რომ შეძლონ, მეტს იცოცხლებდნენ.)
ადამიანები და დელფინები ცხოველთა ერთადერთი სახეობაა, რომელსაც სექსი არა მხოლოდ გასამრავლებლად, სიამოვნებისთვისაც აქვთ.
(აბა, ღორიო??)
Please take a few seconds to express your moral support to Georgia now!
Tuesday, September 19, 2006
Tuesday, September 12, 2006
The farther you are
The sweeter you seem.
It is my dream in you
That I love,
Untouchable as ray of sun,
Unreachable as Eden.
And if you are not
The one I think,
I do not care now,
Let me believe.
My sick heart wants to see you
As a white angel of her dreams.
Let the heart melt in strange affection,
Let the sea be filled with my tears,
Only let me believe in my delirium
And the fiest of the feelings.
(Peak of arrogance: An awkward attempt to translate and verse Galaktion Tabidze - the poet of poets of Georgia)
The sweeter you seem.
It is my dream in you
That I love,
Untouchable as ray of sun,
Unreachable as Eden.
And if you are not
The one I think,
I do not care now,
Let me believe.
My sick heart wants to see you
As a white angel of her dreams.
Let the heart melt in strange affection,
Let the sea be filled with my tears,
Only let me believe in my delirium
And the fiest of the feelings.
(Peak of arrogance: An awkward attempt to translate and verse Galaktion Tabidze - the poet of poets of Georgia)
Monday, September 11, 2006
Subscribe to:
Posts (Atom)